27 ივლისს ქარტიის საბჭო 3 საქმეს განიხილავს
25.07.2024

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 27 ივლისს, შაბათს, 3 განცხადებას განიხილავს:

 

12:00 სთ - ნინა გადელია “ტვ პირველის” ჟურნალისტების თამარ დოლენჯაშვილისა და ნოდარ მელაძის წინააღმდეგ.

 

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 30 მარტს გავიდა.

 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.

 

15:00 სთ - საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის ქსელი “ტვ იმედის” ჟურნალისტის თამარ შარიქაძის წინააღმდეგ.

 

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 5 აპრილს გავიდა.

 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი, მე-5 (შესწორება) და მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევაზე.

 

16:00 სთ - შორენა ლობჟანიძე, ნანა ხომასურიძე და ააიპ ,,ადამიანები ცხოველებისთვის“ თავმჯდომარე, მარინა ბერსენაძე-კაციტაძე, bpn.ge-ის ჟურნალისტის ნინი ქეთელაურის და  ambebi.ge -ს, "კვირის პალიტრას", ,,M2B” -ის  და ჟურნალის ,,გზა" არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ.

 

სადავო მასალა 2024 წლის 26 აპრილს გამოქვეყნდა.

 

განმცხადებლები დავობენ ქარტიის პირველი, მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორება) და მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევაზე.

 

ქარტიის საბჭო განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ჰიბრიდულად. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება: თბილისი, ბაქოს ქ. #4.  ელექტორნულად დასასწრები ლინკის მისაღებად, მოგვწერეთ ქარტიის ოფიციალურ მეილზე: ethicscharter@gmail.com

მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.