ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდებს
25.07.2024

კატეგორია : განცხადებები;

დღეს, 25 ივლისს, მათთვის უცნობი ოთხამდე პირი თავს დაესხა სოფელ სუფსაში მყოფ “მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ ლადო მენაბდეს და ოპერატორ მანუჩარ მჟავანაძეს. ლადო მენაბდის თქმით, თავდასხმას წინ უძღოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა ჯერ „მთავარი არხის“, ხოლო შემდეგ უკვე გადამღები ჯგუფის მისამართით. თავდამსხმელებმა დააზიანეს ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკა. დაზარალებულებმა ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. ლადო მენაბდეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

 

ჟურნალისტებს საქართველოში ისეთ გარემოში უწევთ მუშაობა, სადაც მათ მიმართ ძალადობა წახალისებულია თვით ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ათეულობით დანაშაული დღემდე გამოუძიებელია და არც მოძალადეები და ძალადობის ორგანიზატორები დასჯილან სათანადოდ.

 

„მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი) და ინცინდენტში მონაწილე ორივე მხარე უწყების ბათუმის ოფისში დაიბარა.

 

ლადო მენაბდის ინფორმაციით, ის პოლიციაშიც იმყოფებოდა გასაუბრებაზე.

 

ქარტია გმობს გახშირებულ ძალადობრივ ქმედებებს ჟურნალისტთა მიმართ და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ კონკრეტული ინცინდენტის სწრაფად და ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.