ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია “ფორმულას” პროდიუსერის ნესტან (ნენე) დალაქიშვილის განცხადება “იმედის” ჟურნალისტის წინააღმდეგ დასაშვებად ცნო
31.08.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ნენე დალაქიშვილმა განცხადებით მომართა “იმედის” ჟურნალისტის წინააღმდეგ.


სადავო მედიაპროდუქტი 24 აგვისტოს “იმედის” ფეიბუქ გვერდზე გამოქვეყნდა “ქარდის” სახით, რომელშიც განმცხადებელი - “ფორმულას” პოლიტიკური გადაცემების პროდიუსერი,  მოხსენიებულია “ნაცმოძრაობის აქტივისტად”.


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე. 


განმცხადებლის განმარტებით, მცდარია მისი “ნაციონალების აქტივისტად” მოხსენიება, აგრეთვე დამახინჯებულია მისი ფეისბუქ სტატუსის კონტექსტი, რამაც მის მიმართ ნეგატიური კომენტარები გამოიწვია და რაც მკითხველის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.


მოპასუხე მედია საშუალებამ ქარტიის სამდივნოს არ აცნობა სადავო მასალებზე პასუხისმგებელი ჟურნალისტების/რედაქტორების ვინაობა. შესაბამისად, სადავო მასალაზე პასუხისმგებელ ჟურნალისტად განისაზღვრა “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.


ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.