ქარტიის საბჭომ 27 ივლისს განიხილა შორენა ლობჟანიძის, ნანა ხომასურიძისა და ააიპ ,,ადამიანები ცხოველებისთვის“ თავმჯდომარის, მარინა ბერსენაძე-კაციტაძის განცხადება bpn.ge-ის ჟურნალისტის ნინი ქეთელაურის და ambebi.ge-ს, "კვირის პალიტრას", ,,M2B”-ისა და ჟურნალის ,,გზა" არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მათ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპები.
სადავო მასალა სახელწოდებით: „აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი“, ეხებოდა საქართველოში დემოგრაფიულ პრობლემებს, რომელშიც შობადობის კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შინაური ცხოველების ყოლა იყო დასახელებული.
განმცხადებლის პოზიციით, სტატიაში რელევანტურ კვლევაზე დაყრდნობის გარეშე და სათანადო წყაროების მიუთითებლად გამოქვეყნდა დემოგრაფ ანზორ თოთაძის მოსაზრებები, რაც ემსახურება საქართველოში შინაური ცხოველების მიმართ ისედაც ცუდი დამოკიდებულების გაუარესებას.
განმცხადებელი დაობდა ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევაზეც, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით, მე-3 პრინციპი არ დარღვეულა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება
მოგვიანებით.