საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ საერთო-სამოქალაქო მოძრაობის „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადება “POSTV”-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ დასაშვებად ცნო
16.10.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საერთო სამოქალაქო მოძრაობამ “მრავალეროვანი საქართველო” “POSTV”-ის წინააღმდეგ  განცხადებით მომართა.


სადავო მასალები „POSTV - ანალიტიკას“  ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 11 და 14 ოქტომბერს განთავსდა და ისინი ერთი და იმავე შინაარსის სიუჟეტებს ეხება.


განმცხადებელი დავობს ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. მისი პოზიციით, ადგილი აქვს ჟურნალისტის მხრიდან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.


მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გურანდა ბილიხოძე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.