საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ ორგანიზაცია “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” განცხადება “მთავარი არხის” წინააღმდეგ დასაშვებად ცნო
17.10.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა” “მთავარი არხის” წინააღმდეგ მომართა.


სადავო მასალა  მთავარი არხის ეთერში 2024 წლის 4 ოქტომბერს, 21:00 საათიან გამოშვებაში გავიდა.


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპების დარღევაზე.


განმცხადებელი არ ეთანხმება მათი ორგანიზაციის სამთავრობო ორგანიზაციად ე.წ. GONGO გამოცხადებას.


მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ნატალი ჯახუტაშვილი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.