საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს
განაცხადების მიღებას ქარტიის პრიზი 2024-ის მოსაპოვებლად.
ყოველწლიური კონკურსის მიზანია ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების
ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება.
კონკურსი ცხადდება შემდეგ ექვს
ნომინაციაში:
1. სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში
2. სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი
3. ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში
4. ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში
5. ადგილობრივი პრობლემების საუკეთესო გაშუქება რეგიონულ მედიაში
6. ხალხის რჩეული: დემოკრატიის მცველები - წლის მთავარი მოვლენების საუკეთესო გაშუქება.
გამარჯვებულებს შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური, „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაზე კი გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემით, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან.
პრიზები დაწესებულია USAID მედია პროგრამის მიერ.
განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე
პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:
-
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ მედია პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წლის 15 ნოემბრიდან 2024 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში.
-
საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას.
-
მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია
-
მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია
-
დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com
-
თითოეულ აპლიკანტს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა ერთ ნომინაციაში.
-
საკონკურსო ნაშრომი მომზადებული უნდა იყოს საქართველოს აუდიტორიისთვის.
-
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ნოემბერი, 18:00 საათი.
-
გამარჯვებული გამოვლინდება 2024 წლის დეკემბერში.
ნამუშევრების შეფასება
ჟურნალისტური პროდუქტის შეფასებისას ამოსავალია ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რომელთაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეფუძნება.
ზოგადი კრიტერიუმები:
-
თემის აქტუალობა/თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი;
-
ინფორმაციის სიზუსტე;
-
ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა;
-
მხარეთა ბალანსი;
-
ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება;
-
თხრობის სტილი და ტექნიკა;
-
ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება;
-
დრამატურგია და ვიზუალური მხარე;
-
არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა.