ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება - ნომინაციაში განაცხადების მიღება დაიწყო
07.11.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ჟურნალისტური მასალების კონკურსს „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება“. ქარტიის კონკურსის მიზანია ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.

 

კონკურსის გამარჯვებულს პრიზი გადაეცემა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. 

 

გამარჯვებულს გამოავლენს დამოუკიდებელი, 5 წევრისგან შემდგარი ჟიური, რომელშიც შედის ქარტიის საბჭოს 2 წევრი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი და 2  ჟურნალისტი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ცალკეულ ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას. ნომინაციაში თითოეულ განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა.

 

კონკურსში შესაძლებელია წარდგენილი იყოს როგორც ბეჭდური, ისე აუდიო, ვიდეო და მულტიმედიური მასალა.

კონკურსის თემატიკა:

პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:

  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ მედია პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წლის 15 ნოემბრიდან 2024 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში. 
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ვიდეორეპორტაჟის და/ან მულტიმედია პროდუქტის შემთხვევაში ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
  • დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com  
  • საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედ რომელიმე მედიასაშუალებაში.

ნამუშევრების შეფასება

ჟურნალისტური პროდუქტის შეფასებისას ამოსავალია ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რომელთაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  ეფუძნება.

ზოგადი კრიტერიუმები:

  • თემის აქტუალობა/თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი;
  • ინფორმაციის სიზუსტე;
  • ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა;
  • მიუკერძოებლობა;
  • მხარეთა ბალანსი;
  • ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება;
  • თხრობის სტილი და ტექნიკა;
  • ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება;
  • სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში: დრამატურგია და ვიზუალური მხარე;      
  • სიძულვილის ენისა და გენდერულად არამგრძნობიარე, შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/გამოუყენებლობა;

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ნოემბერი, 18:00 საათი. 

მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი. დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com

განაცხადის შევსება სავალდებულოა და მის გარეშე მხოლოდ ელექტრონულ მისამართზე მიღებული განცხადებები არ განიხილება.

გამარჯვებული გამოვლინდება 2024 წლის დეკემბერში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პრიზს უკვე მე-11 წელია გასცემს, ხოლო ნომინაციაში „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება“ წელს მეოთხედ დააჯილდოებს გამარჯვებულს.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.