ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციას მოუწოდებს, ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი არ შეუშალონ
14.11.2024

კატეგორია : განცხადებები;

13 ნოემბერს, თბილისში, ცესკოსთან, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ქალი პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებული აქციის გაშუქებისას, მედია აპრილის ფოტო რეპორტიორს, ვახო ქარელს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა, ლაშა სალუქვაძემ, მუშაობაში ხელი შეუშალა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია აპრილი ავრცელებს. ფოტოგრაფმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საჩივრით მიმართა. ვახო ქარელისთვის მუშაობაში ხელშეშლა ჩანს „ტვ პირველის“ კადრებშიც.   

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპოლიციო ძალებს, ჟურნალისტებს სათანადო პატივისცემით მოეპყრონ და პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა მისცენ, მათ შორის, საპროტესტო აქციების გაშუქებისას. 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.