ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს პროკურატურისგან ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას ითხოვს
05.12.2024

კატეგორია : განცხადებები;

ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია ბოლო ორ ღამესაც.

 

„ტვ პირველის“ ცნობით, 4 დეკემბერს, გვიან საღამოს, „ქორთიარდ მარიოტთან“, კრიმინალურმა პოლიციამ ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს კამერა დაუმტვრია. სასტუმროსთან, სადაც ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობდა, ე.წ. “ტიტუშკები” იყვნენ მობილიზებული. შავფორმიანმა ნიღბიანებმა იძალადეს ტელეკომპანიის ჟურნალისტზე, ნანუკა ქაჯაიაზე, რომელიც მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა.

 

წინა დღეს, 3 დეკემბერს, თავის არეში მიიღო დაზიანება „ფორმულას“ ოპერატორმა თედო ქვაჩახიამ. მანამდე ის მხუთავი აირით დაშავდა. თედო ქვაჩახიას ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ხოლო შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. ოპერატორს ტვინის შერყევა აქვს.

 

3 დეკემბერს დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი. მას ხელში პიროტექნიკა ესროლეს. ოპერატორს ჯერ ადგილზე ამოუჩინეს სამედიცინო დახმარება, შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.

 

3 დეკემბერს “ფორმულას“ ჟურნალისტს ლუკა ტყებუჩავას, რომელიც ადგილზე ოპერატორ მიშო მარტაშვილთან ერთად მუშაობდა, სპეცრაზმელების მიერ სახურავიდან ნასროლი  გაზის ორი ყუმბარა მოხვდა.

3 დეკემბერს პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს „ჩაიხანას“ ჟურნალისტს ნატალი ჩხარტიშვილს. მან, სავარაუდოდ, ამ დროს დაკარგა მცირე ზომის კამერა Handycam. კადრებში ჩანს, თუ როგორ ითხოვენ მისგან პოლიციელები ყვირილით, რომ ტელეფონი გამორთოს.

29 ნოემბერს დაშავდა „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ტელევიზიის  Current Time-ის ოპერატორი გიორგი ჭუმბურიძე. ის სპეცრაზმელებმა პარლამენტის შენობის სიახლოვეს შემაღლებული ადგილიდან ჩამოაგდეს.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს პროკურატურისგან ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას ითხოვს. 5 დეკემბრის მდგომარეობით, ინციდენტების რაოდენობა უკვე 70-ს გადაცდა.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.