საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასაშუალებებს მოუწოდებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი პერსონალური მონაცემების შემცველი ცნობები
06.12.2024

კატეგორია : განცხადებები;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასაშუალებებს მიმართავს, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრთა და მათი ოჯახების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, ინფორმაციის გადამოწმების მაღალი სტანდარტით იხელმძღვანელონ და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი პერსონალური მონაცემების შემცველი ცნობები.  მედია ვალდებულია, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.