საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ფოთის ტელევიზიის დირექტორისთვის უკანონოდ დაკისრებული ჯარიმა გააუქმოს
16.12.2024

კატეგორია : განცხადებები;

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ინფორმაციით, დღეს, 16 დეკემბერს, გერმანე სალია, ფოთის ადგილობრივი ტელევიზიის „მეცხრე ტალღის“  დირექტორი და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თანათავმჯდომარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1000 ლარით უკანონოდ დააჯარიმა. ფოთიდან ზუგდიდისკენ მოძრაობისას გერმანე სალია საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და შეატყობინა, რომ მისი ავტომობილი ძებნაზე იყო გადაცემული. პოლიცია მას 13 დეკემბერს, ზუგდიდში მოქალაქეების მიერ ორგანიზებული მსვლელობის დროს ავტომობილით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობას ედავება. გერმანე სალიას განმარტებით, ის მსვლელობაში კი არ მონაწილეობდა, არამედ ავტომობილით მიჰყვებოდა მას გადასაღებად. 

ქარტია პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ავტომობილით გადაადგილების გამო დაჯარიმებას მედიაზე ზეწოლის ახალ და საგანგაშო ფორმად მიიჩნევს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საპატრულო პოლიციას მოუწოდებს, უკანონო გადაწყვეტილება გააუქმოს.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.