ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს
06.12.2024

კატეგორია : განცხადებები;

6 დეკემბერს, გამთენიისას, მუშაობაში ხელი შეუშალეს გამოცემის „პუბლიკა“ ჟურნალისტებს ნათია ამირანაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს, რომლებიც სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდნენ.  გამოცემის გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ითხოვენ პოლიციელები მათგან ტერიტორიის დატოვებას. ერთ-ერთმა პოლიციელმა ჟურნალისტისთვის ტელეფონის წართმევაც სცადა. 

6 დეკემბერს შუადღისას, გამოცემის “პუბლიკა” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციას აშუქებდა, უცნობი ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და სცემეს. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იდგა პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც გაქცეულმა თავდამსხმელებმა ჩაურბინეს და რომელსაც მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია. “მედია აპრილის” კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ, თუმცა უშედეგოდ. ჟურნალისტს აქვს დაზიანება თავის არეში და გახეთქილი აქვს წარბი. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ძალადობა და ძალადობის წახალისება. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ეს და ჟურნალისტების მიმართ 28 ნოემბერი - 6 დეკემბრის პერიოდში ჩადენილი სხვა დანაშაულები. 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.