29.12.2024
ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე მეორე ვადით ნანა ბიგანიშვილი გახდა.
ნანა ბიგანიშვილი ქარტიის საბჭოს კიდევ ერთი წლის მანძილზე
უხელმძღვანელებს.
ნანა ბიგანიშვილი ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე იყო 2018-2020 წლებშიც.
ნანა ბიგანიშვილი ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე იყო 2018-2020 წლებშიც.
მან დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (2001).
2002 წელს საგამოძიებო ჟურნალისტიკის სკოლის დამთავრების შემდეგ
მუშაობა გაზეთში „ახალ ვერსია” გააგრძელა რეპორტიორად. 2003 წლიდან
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”- ის გადაცემის „60 წუთი” ჟურნალისტი
იყო. 2006 – 2007 წელს ჟურნალისტად მუშაობდა გადაცემაში
„ბიზნესკურიერი“. 2005 წლიდან დღემდე არის „სტუდია მონიტორის”
ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.
სამჯერ - 2012 წელს, 2016 წელს და 2017 წელს ჟურნალისტური
გამოძიებებისთვის დაჯილდოვდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის
ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს პრიზით, ხოლო 2014 წელს ევროკავშირის
პრიზით საგამოძიებო ჟურნალისტიკაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს
2023 წლის 9 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.