29.12.2024
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ქარტიის პრიზი 2024-ის
გამარჯვებულები გამოავლინა.
ქარტიის პრიზი შვიდ კატეგორიაში გაიცა:
- სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი: გიორგი მგელაძე, რადიო თავისუფლება
- ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში: ნინო ლომაძე, ინდიგო • Indigo
- ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში: გიორგი ყოლბაია, ინდიგო • Indigo
- სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში: მაია მეცხვარიშვილი, ნინო რამიშვილი, სტუდია მონიტორი・Studio Monitori
- ადგილობრივი პრობლემების საუკეთესო გაშუქება: ნინო ართმელაძე, ბათუმელები • Batumelebi.ge
- ხალხის რჩეული: ნათია ამირანაშვილი, პუბლიკა • Publika
- ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება: ნინო თარხნიშვილი, რადიო თავისუფლება
პირველ ექვს კატეგორიაში კონკურსი გამოცხადებული იყო USAID მედია
პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო ქალთა უფლებებისა და გენდერული
თანასწორობის გაშუქების კატეგორიაში პრიზი გაიცა გაეროს ქალთა
ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო
პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
ქარტიის პრიზის ისტორიაში პირველად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ
და მედიის ადვოკატირების კოალიციამ გასცეს პრიზი ჟურნალისტიკაში
შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. "ბათუმელების“ მთავარი
რედაქტორი ეთერ თურაძე პირველია, ვინც ეს ჯილდო მიიღო.