ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით ნანა ბიგანიშვილი აირჩიეს
29.12.2024
ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე მეორე ვადით ნანა ბიგანიშვილი გახდა. ნანა ბიგანიშვილი ქარტიის საბჭოს კიდევ ერთი წლის მანძილზე უხელმძღვანელებს.

ნანა ბიგანიშვილი ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე იყო 2018-2020 წლებშიც.
 
მან დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (2001).

2002 წელს საგამოძიებო ჟურნალისტიკის სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა გაზეთში „ახალ ვერსია” გააგრძელა რეპორტიორად. 2003 წლიდან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”- ის გადაცემის „60 წუთი” ჟურნალისტი იყო. 2006 – 2007 წელს ჟურნალისტად მუშაობდა გადაცემაში „ბიზნესკურიერი“. 2005 წლიდან დღემდე არის „სტუდია მონიტორის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

სამჯერ - 2012 წელს, 2016 წელს და 2017 წელს ჟურნალისტური გამოძიებებისთვის დაჯილდოვდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს პრიზით, ხოლო 2014 წელს ევროკავშირის პრიზით საგამოძიებო ჟურნალისტიკაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2023 წლის 9 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.