ქარტიის პრიზი 2024 გამარჯვებულები გამოვლინდნენ
29.12.2024
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ქარტიის პრიზი 2024-ის გამარჯვებულები გამოავლინა.

ქარტიის პრიზი შვიდ კატეგორიაში გაიცა:

პირველ ექვს კატეგორიაში კონკურსი გამოცხადებული იყო USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქების კატეგორიაში პრიზი გაიცა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. 

ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

ქარტიის პრიზის ისტორიაში პირველად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და მედიის ადვოკატირების კოალიციამ გასცეს პრიზი ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. "ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე პირველია, ვინც ეს ჯილდო მიიღო.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.