საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო თინა ცომაიასა და ნინო ივანიშვილის განცხადება “პირველი არხის” ჟურნალისტის მაკა ცინცაძის წინააღმდეგ
08.01.2025

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მოქალაქეებმა თინა ცომაიამ და ნინო ივანიშვილმა “პირველი არხის”  წამყვანის/ჟურნალისტის  წინააღმდეგ განცხადებით მომართეს.


სადავო  გადაცემა “მოამბის საგანგებო ეთერი” “პირველ არხზე”  2024 წლის 15 დეკემბერს გავიდა, რომლის რესპოდენტები იყვნენ ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი და ანთროპოლოგი ირაკლი ფიფია. გადაცემის საგანგებო ეთერი ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს.


განმცხადებლის მითითებით, ჟურნალისტმა რესპოდენტ ირაკლი ფიფიასთან დიალოგისას დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე); მეშვიდე (დისკრიმინაცია); მეცხრე (მასალების გამიჯვნა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.


მოპასუხე ჟურნალისტად  განისაზღვრა ამ გადაცემის წამყვანი მაკა ცინცაძე.


ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.