კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მოქალაქემ თეა ცაგურიამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის” წამყვანის/ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადებით მომართა.
სადავო გადაცემა “სათქმელი” “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის” ეთერში 2024 წლის 12 დეკემბერს გავიდა.
განმცხადებლის მხრიდან სადავოდაა გამხდარი გადაცემის ის ნაწილი, სადაც წამყვანი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დაკავებული დეკანისა და ოთხი სტუდენტის შესახებ საუბრობს.
განმცხადებლის მითითებით, სადავო გადაცემაში ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე); მესამე (დადასტურებული წყარო); მეოთხე (კეთილსინდისიერება); მეხუთე (შესწორება); მეშვიდე (დისკრიმინაცია); მერვე (ბავშვის უფლებები); მეცხრე (მასალების გამიჯვნა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ამ გადაცემის წამყვანი ირინა ყურუა.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.