ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიოს მუქარა BMG-ის ჟურნალისტის გიგა ბენიას მიმართ
23.01.2025

კატეგორია : განცხადებები;

23 იანვარს BMG-ის ჟურნალისტმა გიგა ბენიამ პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ფეისქბუქ სთორის სქრინი, საიდანაც ჩანს, რომ ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე, რომელიც ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია და რომელსაც პირადი ნაცნობობა აკავშირებს მაღალჩინოსნებთან, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძის მიმართ ლოიალობის საჩვენებლად, მას უცენზურო სიტყვებით ლანძღავს და ანგარიშსწორებით ემუქრება. ბასლანძე ნეგატიური კონოტაციით იყენებს სიტყვას გენდერი. სთორის ფონად გასდევს ნაწყვეტი ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან. ჟურნალისტი გიგა ბენია მას კითხვას უსვამს, რომელსაც ირაკლი კობახიძე მისთვის ჩვეული შეურაცხმყოფელი ფორმით პასუხობს. 

ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ათეულობით დანაშაული, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, არ არის გამოძიებული. ეს ქმნის დაუსჯელობის ატმოსფეროს, რაც ლაშა ბასლანძის მსგავს აგრესიულ პირებს ახალისებს და რეალურ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი .. ოჯახური ღირებულებების შესახებ ფართო გზას აძლევს სიძულვილსა და ძალადობას. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და დაიცვას გიგა ბენიას უსაფრთხოება

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.