29.01.2025
კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას გიორგი ისაკაძემ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადებით მომართა.
სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “ქრონიკაში” 2024 წლის 26 დეკემბერს გავიდა, სათაურით: “ისაკაძე - ბიზნესბულინგის ორგანიზატორი”.
განმცხადებლი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხედ განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი გიორგი
აბაზაძე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.