საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო გიგა გელხვიიძის განცხადება “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” ჟურნალისტისა და წამყვანის ქეთევან ბოლქვაძის წინააღმდეგ
29.01.2025

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ჟურნალისტმა გიგა გელხვიიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” წინააღმდეგ განცხადებით მომართა.


სადავო მასალა „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ გადაცემის “მთავარი” პირდაპირ ეთერში 2025 წლის 14 იანვარს გავიდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ის გადაცემის წამყვანმა  ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენია.


განმცხადებლი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხედ  განისაზღვრა გადაცემის წამყვანი ქეთევან ბოლქვაძე.


ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.