15 თებერვალს ქარტიის საბჭო ერთ განცხადებას განიხილავს
12.02.2025

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შაბათს, 15 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, ირინა ყურუას გადაცემის ქარტიის პრინციპებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს.


10:00 საათზე - თეა ცაგურია ირინა ყურუას წინააღმდეგ.


სადავო გადაცემა “სათქმელი” საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში 2024 წლის 12 დეკემბერს გავიდა. 


განმცხადებელი თეა ცაგურია მიუთითებს, რომ წამყვანმა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დაპატიმრებული დეკანისა და ოთხი სტუდენტის შესახებ გადაცემის დასაწყისში წარმოთქმულ ტექსტში დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე); მესამე (დადასტურებული წყარო); მეოთხე (კეთილსინდისიერება); მეხუთე (შესწორება); მეშვიდე (დისკრიმინაცია); მერვე (ბავშვის უფლებები); მეცხრე (მასალების გამიჯვნა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.


ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.