ირინა ყურუამ ქარტიის პირველი, მეხუთე და მე-11 პრინციპები დაარღვია. არ დაურღვევია მეშვიდე, მერვე და მე-10 პრინციპები.
17.02.2025

ქარტიის საბჭომ 15 თებერვლის სხდომაზე განიხილა თეა ცაგურიას განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტისა და წამყვანის ირინა ყურუას წინააღმდეგ.


სადავო გადაცემა “სათქმელი” საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში 2024 წლის 12 დეკემბერს გავიდა. 


განმცხადებელი თეა ცაგურია თავდაპირველად მიუთითებდა, რომ წამყვანმა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დაპატიმრებული დეკანისა და ოთხი სტუდენტის შესახებ გადაცემის დასაწყისში წარმოთქმულ ტექსტში დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე); მესამე (დადასტურებული წყარო); მეოთხე (კეთილსინდისიერება); მეხუთე (შესწორება); მეშვიდე (დისკრიმინაცია); მერვე (ბავშვის უფლებები); მეცხრე (მასალების გამიჯვნა); მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა სხდომაზე მან მოხსნა ქარტიის მესამე; მეოთხე და მეცხრე პრინციპები. 


საბოლოოდ, სადავო პრინციპებად დაზუსტდა:  პირველი (სიზუსტე); მეხუთე (შესწორება); მეშვიდე (დისკრიმინაცია); მერვე (ბავშვის უფლებები); მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, რომელთაგანაც საბჭომ დარღვეულად მიიჩნია პირველი (სიზუსტე); მეხუთე (შესწორება) და მე-11(ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.


გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.