14.11.2015
რეკომენაცია გაცემულია შემდეგი საქმის განხილვის შემდეგ - "ქალთა
ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ჟურნალისტების: "ლევან სუთიძის, ქეთი
კვაჭანტირაძის, ბექა მჭედლიშვილის,
რეკომენაცია გაცემულია შემდეგი საქმის განხილვის შემდეგ - "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ჟურნალისტების: "ლევან სუთიძის, ქეთი კვაჭანტირაძის, ბექა მჭედლიშვილის, თეა სიჭინავას და ნანუკა ქაჯაიას წინააღმდეგ"
რას ნიშნავს ტრანსგენდერი?ქოლგა ტერმინი (ზედსართავი სახელი) ადამიანებისთვის, ვისი გენდერული იდენტობა ან გენდერული თვითგამოხატვა განსხვავდება იმ სქესისგან, რომელიც მათ დაბადებისას მიანიჭეს. ტრანსგენდერმა ადამიანებმა შეიძლება, გადაწყვიტონ, შეიცვალონ ან არ შეიცვალონ საკუთარი სხეული ჰორმონული ან/და ქირურგიული გზით. ადამიანის სამედიცინო ისტორიას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაითვალოს ის ტრანსგენდერად თუ - არა. ადამიანი, რომელსაც დაბადებისას მინიჭებული სქესი აქვს მამრობითი, მაგრამ ცხოვრობს, როგორც ქალი, არის ტრანსგენდერი ქალი. ადამიანი, რომელსაც დაბადებისას მინიჭებული აქვს მდედრობითი სქესი, მაგრამ ცხოვრობს, როგორც კაცი, არის ტრანსგენდერი კაცი.
შეცდომაა: ჯუსტინა სმითი, ტრანსგენდერი კაცი, 27 წლის იყო
სწორია: ჯუსტინა სმითი, ტრანსგენდერი ქალი, 27 წლის იყო.
სიტყვა "ტრანსგენდერი" არის ზედსართავი სახელი და არ შეიძლება, გამოიყენებოდეს, როგორც არსებით სახელი ან გადაკეთდეს ზმნიზედად.
შეცდომაა: ჯუსტინა სმითი, ტრანსგენდერი, 27 წლის იყო
სწორია: ჯუსტინა სმითი, ტრანსგენდერი ქალი, 27 წლის იყო.
სახელი
ტრანსგენდერი ადამიანის მიერ არჩეული სახელი უნდა იქნას აღიარებული ჟურნალისტების მიერ მის ნამდვილ სახელად, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს სახელი მის საბუთებში შეცვლილი. ხშირად, სხვადასხვა მიზეზის გამო, ტრანსგენდერ ადამიანებს არ მიუწვდებათ ხელი სახელის ან/და სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურებზე. ყველა ტრანსგენდერი ადამიანი იმსახურებს მოპყრობას ისე, თითქოს მათ შეძლეს სახელის ლეგალურად შეცვლა და მათ მიერ არჩეული სახელი ოფიციალური სახელიცაა.
შეცდომაა: ჯონ სმითი, რომელიც ჯუსტინას სახელითაა ცნობილი, 27 წლის იყო.
სწორია: ჯუსტინა სმითი 27 წლის იყო.
არასოდეს ჩასვათ ადამიანის მიერ არჩეული სახელი ბრჭყალებში. მოეპყარით მის სახელს ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის სახელს მოეპყრობოდით.
შეცდომაა: "ჯუსტინა" სმითი 27 წლის იყო
სწორია: ჯუსტინა სმითი 27 წლის იყო.
თუ თქვენ არ იცით ძალადობის მსხვერპლი ტრანსგენდერი ადამიანის არჩეული სახელი, მკაფიოდ აღნიშნეთ, რომელი წყაროდან აიღეთ სახელი, რომელსაც რეპორტაჟის დროს იყენებთ.
შეცდომაა: მსხვერპლი, ჯონ სმითი, პარასკევს დილით იპოვეს.
სწორია: მსხვერპლი, რომელსაც, პოლიციის განცხადებით, ერქვა ჯონ სმითი, პარასკევს დილით იპოვეს.
თუ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას მიიღებთ
ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს საკუთარი ნამდვილი გენდერის მიხედვით ცხოვრების საშუალება მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში ეძლევა. ზოგიერთი მათგანი საკუთარ გენდერულ იდენტობას ადამიანების მცირე რაოდენობასთან აცხადებს. ხშირად მსხვერპლის თანამშრომლებმა, მეზობლებმა ან მეგობრებმა და ოჯახის წევრებმაც კი შეიძლება, არ იცოდნენ, რომ ადამიანი ტრანსგენდერი იყო. ამ შემთვევაში თქვენ მაინც უნდა გამოიყენოთ ის სახელი და ის ტერმინები, რომლებიც მსხვერპლის თვითიდენტიფიკაციას შეესაბამებოდა ინციდენტის მომენტისთვის.
თუკი წყარო იყენებს მცდარ სახელს და გენდერის აღმნიშვნელ სიტყვებს ხშირად პოლიცია ან სხვა მოწმეები იყენებენ მსხვერპლის გენდერის აღმნიშვნელ არასწორ სიტყვებს და მცდარ (მსხვერპლისთვის არასასურველ) სახელს. ამ შემთხვევაში, როდესაც საშუალება გაქვთ, მიმართეთ პერიფრაზს პირდაპირ ციტატის ჩასმის ნაცვლად ან ისეთი მონაკვეთების ციტირება მოახდინეთ, რომლებიც არ შეიცავს ზემოხსენებულ არასწორ ინფორმაციას. თუკი ეს არ არის შესაძლებელი, დატოვეთ ციტატა, როგორიც არის, მაგრამ ყურადღებით იყავით, რომ თქვენ, როგორც ჟურნალისტი, იმავე სტატიაში/რეპორტაჟში სწორ ინფორმაციას იყენებთ.
შეცდომაა: " როგორც ჩანს, ჯონ სმითი ადგილობრივი ბარიდან გამოდიოდა, როცა თავს დაესხნენ," _ განაცხადა ოფიცერმა ჯონსმა.
სწორია: ოფიცერმა ჯონსმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ჯუსტინა სმითი ადგილობრივი ბარიდან გამოდიოდა, როდესაც თავს დაესხნენ.
რას უნდა ავარიდოთ თავი
ნუ გამოიყენებთ ენას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მსხვერპლის იდენტობა არ იყო "ნამდვილი" ან, რომ ეს იყო "გადაცმა", შენიღბვა ან ცრუ იდენტობა.
შეცდომაა: ჯუსტინა სმითი, რომლის ნამდვილი სახელიც იყო ჯონ სმითი, პარასკევს დილით იპოვეს. სწორია: ჯუსტინა სმითი, რომელსაც დაბადებისას ჯონ სმითი დაარქვეს, პარასკევს დილით იპოვეს. შეცდომაა: მსხვერპლს, ჯონ სმითს, ქალის ტანსაცმელი ეცვა, როდესაც მას თავს დაესხნენ.
სწორია: მსხვერპლი, რომლის ვინაობაც, პოლიციის მიხედვით, არის ჯონ სმითი, ტრანსგენდერი ქალი იყო. შ
შეცდომაა: პოლიცია ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილი სმითს მას შემდეგ დაესხა თავს, როდესაც აღმოაჩინა, რომ ის სინამდვილეში კაცი იყო.
სწორია: პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი სმითს იმიტომ დაესხა თავს, რომ ეს უკანასკნელი ტრანსგენდერი ქალი იყო. არავითარ შემთხვევაში ახსენოთ ან მიანიშნოთ მსხვერპლის გენიტალიების ან ქირურგიული პროცედურების ისტორიის შესახებ.
შეცდომაა: პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი მას შემდეგ დაესხა თავს სმითს, რაც გაიგო, რომ მას პენისი ჰქონდა. შეცდომაა: პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი თავს დაესხა მსხვერპლს, რაც გაიგო, რომ სმითი ანატომიურად მამაკაცი იყო.
სწორია: პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი სმითს იმიტომ დაესხა თავს, რომ ეს უკანასკნელი ტრანსგენდერი ქალი იყო. არასოდეს სცადოთ, გაამახვილოთ ზედმეტი ყურადღება ან ექსპლუატაცია გაუწიოთ მსხვერპლის ტრანსგენდერ იდენტობას. მოეპყარით მსხვერპლს ისე, როგორც მოეპყრობოდით ნებისმიერ სხვა მსხვერპლს და მოექეცით მის ტრანსგენდერ იდენტობას ისე, როგორც მოექცეოდით ნებისმიერ სხვა მაიდენტიფიცირებელ ნიშან-თვისებას, მაშინაც კი, როდესაც პოლიცია ვარაუდობს, რომ კონკრეტული მახასიათებელი შეიძლება, ქცეულიყო დანაშაულის მოტივად.
შეცდომაა: ჯუსტინა სმითს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მოკლე ქვედაბოლო და ამოღებული ზედა ეცვა, ასევე ეკეთა პარიკი, როდესაც ის მოკლეს. მის ჩანთაში აღმოაჩინეს მაკიაჟი და ბუმბულებიანი ბოა.
სწორია: (ამ წინადადების "სწორი" ვერსია არ არსებობს. ზემოთ მოყვანილი დეტალები უმნიშვნელოა მოცემული შემთხვევისათვის და მათი ხაზგასმა შეურაცხმყოფელია მსხვერპლისათვის. ამიტომ ისინი სრულად უნდა იქნას ამოღებული.)
კონტექსტის მიწოდება/გაშუქება
ტრანსგენდერი თემი ხშირად ყველაზე მარგინალიზებული და დისკრიმინირებული ჯგუფია საზოგადოებაში. თუ ტრანსგენდერი მსხვერპლი ძალადობრივი დანაშაულის მომენტში რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში იმყოფებოდა, შეეცადეთ, მკითხველს/ მაყურებელს/ მსმენელს მიაწოდოთ კონტექსტი. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსგენდერი ადამიანებისადმი ძალადობის უმეტესი წილი მოდის ტრანსგენდერ ქალებზე (რასობრივად მრავალფეროვან საზოგადოებაში ესენი არიან ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალები.)
მაგალითი: მკვლელობის დროს ჯუსტინა სმითი უსახლკარო იყო. მეგობრები აცხადებენ, რომ ის სახლიდან ტრანსგენდერობის გამო გამოაგდეს.
მაგალითი: მკვლელობის დროს ჯუსტინა სმითი უსახლკარო იყო. ტრანსგენდერი ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს პრობლემა ბევრი ტრანსგენდერი ახალგაზრდის წინაშე დგას, რომლებსაც სახლიდან აგდებენ და ქუჩაში უწევთ ცხოვრება.
მაგალითი: პოლიცია აცხადებს, რომ ჯუსტინა სმითი სექს-მუშაკი იყო, ხოლო მისი თავდამსხმელი და მკვლელი, ამავდროულად _ მისი ერთ-ერთი კლიენტიც. ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი, განსაკუთრებით, ტრანსგენდერი ქალები, აწყდებიან დისკრიმინაციას შრომით ურთიერთობებში და შეიძლება, მიმართონ დასაქმების არალეგალური ფორმებს, როგორც უკიდურეს გამოსავალს სიტუაციიდან.
მაგალითი: მსხვერპლი, ჯუსტინა სმითი, პარასკევს დილით იპოვეს. არსებული მონაცემების მიხედვით, ის ნიუ-იორკში მცხოვრები მეოთხე ტრანსგენდერი ადამიანია, რომელიც გასული წლის განმავლობაში მოკლეს. აქედან ოთხივე ტრანსგენდერი ქალია.
მაგალითი: მსხვერპლის ვინაობა, მეზობლების განცხადებით, არის ჯუსტინა სმითი, თუმცა, პოლიციის მონაცემებით, მისი სახელი ჯონ სმითია. ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების განცხადებით, ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს არ შეუძლია/არ ეძლევა საშუალება, პირადობის დამადასტურებელ საბუთებში ლეგალურად შეიცვალოს სახელი. საქართველოში არსებული მგომარეობით, ტრანსგენდერი ადამიანებისათვის სქესის ლეგალური აღიარება/ სქესის აღმნიშვნელი მარკერის შეცვლა დოკუმენტებში, უამრავ სირთულესთან, ხანგრძლივ პროცედურებსა და ფინანსებთანაა დაკავშირებული.