საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების განმარტება
22.01.2021
წიგნში "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების განმარტება (პრაქტიკის ანალიზი)" საუბარია - რა პრინციპების დაცვა მოეთხოვებათ ჟურნალისტებს მედიაპროდუქტზე მუშაობისას, როგორია შესწორების სტანდარტი მედიაში, როგორ უნდა გაიმიჯნოს სარედაქციო და სარეკლამო მასალები ერთმანეთისგან, რომელ ჟურნალისტურ მასალებში დაირღვა ქარტიის ძირითადი პრინციპები.

დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, „მედიისა და ინტერნეტის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში.

წიგნის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ.