გიორგი კვიტაშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
04.04.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტმა გიორგი კვიტაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებდა.

სადავო სტატია გაზეთმა "კვირის პალიტრამ" 2017 წლის 20 თებერვალს გამოაქვეყნა სათაურით გამოქვეყნდა  "როგორი სქემით მოქმედებდა (მოქმედებს) "აუდიტორია 115" "ბიბლუსის" წინააღმდეგ".  განცხადების თანახმად, სტატია ასევე გავრცელდა ინტერნეტ-პორტალ ambebi.ge-ს საშუალებით. ამგვარი ინფორმაციის შემცველი ვიდეორგოლი გამოქვეყნდა palitravideo.ge-ს მიერაც. მასალა ეხება  მაღაზია "ბიბლუსიდან" თანამშრომლების გათავისუფლების გამო "აუდიტორია 115-ის" პროტესტს. ქარტიას თავად "აუდიტორია 115-მა" მომართა და მიჩნევდა, რომ დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე) და მე-3 (ინფორმაციის  გაყალბება) პრინციპები.

საქმის განხილვისას განმცხადებელმა საკუთარი მოთხოვნა მესამე პრინციპთან დაკავშირებით მოხსნა. საბჭოს სხდომას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენელი, თავად გიორგი კვიტაშვილმა კი საბჭოს საკუთარი მოსაზრებები წერილობით წარუდგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.