04.04.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ქარტიის პირველი პრინციპი
დაარღვია, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს
სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი
ინფორმაცია.სადავო სტატია გაზეთ "კვირის პალიტრის" 13 მარტის ნომერში დაიბეჭდა შემდეგი სათაურით: "აუდიტორია 115″-ის წევრები გამოცდების გადატანისთვის ყალბ ცნობებს ამზადებდნენ?!" მასალის თანახმად "აუდიტორია 115-ის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჩიხლაძემ, ამავე მოძრაობის წევრ თეიმურაზ ბეჟანიძეს დაამზადებინა ყალბი ცნობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარსადგენად. ქარტიას მომართა თეიმურაზ ბეჟანიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი პრინციპისა, დარღვეული იყო მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპიც. თუმცა, საქმის განხილვისას მოხსნა მოთხოვნა მესამე პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.
1 აპრილს გამართულ ქარტიის სხდომას ესწრბოდა როგორც განმცხადებელი, ასევე "აუდიტორია 115-ის" სხვა წევრები და მოპასუხე ჟურნალისტი, რომლემბმაც ქარტიის საბჭოს კითხვებს უპასუხეს. საბჭომ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვა ორივე მხარეს, რისი მიღების შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება და პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება