სარეზოლუციო ნაწილი საქმეზე დავით ნარმანია გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ
01.04.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "კურიერ PS-ის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი, ხოლო სადავო სიუჟეტის ავტორმა მაია ლომიძემ მესამე (ფაქტის მიჩქმალვა) პრინციპი.

განმცხადებელი, თბილისის მერი დავით ნარმანია, სადავოდ ხდიდა 2017 წლის 12 თებერვალს გადაცემა P.S-ის ის სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და გარდა პირველი, მეშვიდე და მესამე  პრინციპისა, დარღვეული იყო მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპიც, თუმცა საბჭომ მე-11 პრინციპის დარღვევა არ დაადგინა. საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და საკუთარი პოზიცია არც წერილობით წარმოუდგენიათ.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.