"აუდიტორია 115-ის- წევრი თეიმურაზ ბეჟანიძე "კვირის პალიტრის" წინააღმდეგ
16.03.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო სტუდენტური გაერთიანება "აუდიტორია 115-ის" ერთ-ერთი წევრის, თეიმურაზ ბეჟანიძის განცხადება "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის რუსუდან შელიას წინააღმდეგ. სადავო სტატია გაზეთ "კვირის პალიტრის" 13 მარტის ნომერში დაიბეჭდა შემდეგი სათაურით: "აუდიტორია 115"-ის წევრები გამოცდების გადატანისთვის ყალბ ცნობებს ამზადებდნენ?!" სტატიაში აღნიშნულია, რომ "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჩიხლაძემ, ამავე მოძრაობის წევრ თეიმურაზ ბეჟანიძეს დაამზადებინა ყალბი ცნობა, რომელიც თსუ-ში წარადგინა და დოკუმენტის საფუძველზე საგამოცდო თარიღი გადაავადებინა". თეიმურაზ ბეჟანიძემ, რომელიც სტატიაში ფიგურირებს, ქარტიას განცხადებით მიმართა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა რუსუდან შელიამ დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელა, შესაბამისად დაარღვია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.