"აუდიტორია 115- "პალიტრა მედიის- გამოცემების წინააღმდეგ
04.03.2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო სტუდენტური გაერთიანება "აუდიტორია 115-ის" განცხადება "კვირის პალიტრისა" და ambebi.ge-ს ჟურნალისტის, გიორგი კვიტაშვილის წინააღმდეგ.

სადავო სტატია გაზეთმა "კვირის პალიტრამ" 2017 წლის 20 თებერვალს გამოაქვეყნა სათაურით გამოქვეყნდა  "როგორი სქემით მოქმედებდა (მოქმედებს) "აუდიტორია 115" "ბიბლუსის" წინააღმდეგ".  განცხადების თანახმად, სტატია ასევე გავრცელდა ინტერნეტ-პორტალ ambebi.ge-ს საშუალებით. ამგვარი ინფორმაციის შემცველი ვიდეო რგოლი გამოქვეყნდა palitravideo.ge-ს მიერაც. მასალა ეხება  მაღაზია "ბიბლუსიდან" თანამშრომლების გათავისუფლების გამო "აუდიტორია 115-ის" პროტესტს.

განცხადების თანახმად, ზემოთ აღნიშნული მედისაშუალებები "შედიან "პალიტრა ჰოლდინგის" შემადგენლობაში. ამავე ჰოლდინგის წევრია "ბიბლუსიც". შესაბამისად, აუდიტორია 115- ის მიერ "ბიბლუსში" მიმდინარე პროცესებზე პროტესტის გამოთქმას, პასუხად მოჰყვა ჰოლდინგში შემავალი რიგი გაზეთებისა და ინტერნეტ სააგენტოების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა."

აქედან გამომდინარე, "აუდიტორია 115" მიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე) და მე-3 (ინფორმაციის  გაყალბება) პრინციპები.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.