განმცხადებელი, გიორგი ტატიშვილი სადავოდ ხდიდა 1news.ge 2016 წლის 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მასალას "ტრანს ჯგუფი: არაეთიკურად მიგვაჩნია ტატიშვილის მხრიდან თემის წევრების ვინაობების გამხელა". განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ვებგვერდზე დარღვეული იყო პირველი და მეხუთე პრინციპების გარდა ქარტიის 3 (ფაქტების მიჩქმალვა) და11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები. განმცხადებელმა მოპასუხედ მიუთითა 1news.ge-ს რედაქტორი ირაკლი მანაგაძე.
19 თებერვალს, საქმის განხილვისას განმცხადებელმა მოხსნა მე-3 და მე-11 პრინციპები და საბჭომ მასალა მხოლოდ პირველი და მეხუთე პრინციპებთან შესაბამისობაში განიხილა. საბჭო მოპასუხე ჟურნალიტისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებოდა, რაც არ წარმოუდგენია. ამის შემდეგ, 27 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება და სადავო პრინციპების დარღვევა დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.