ირაკლი კიკნაველიძეს და თამარ ჩერგოლეიშვილს ქარტიის მესამე პრინციპი არ დაურღვევიათ
19.02.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტაბულას ჟურნალისტს, ირაკლი კიკნაველიძეს და რედაქტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის მესამე პრინციპი. მათ წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანა.

განმცხადებელი მხარე სადავოდ ხდიდა მასალას: "საია: ივანიშვილს კანონი არ დაურღვევია, საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა", რომელიც ტაბულას ვებგვერდზე 2016 წლის 6 აგვისტოს გამოქვეყნდა. საია მიიჩნევდა, რომ სტატიაში დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი (ინფორმაციის სიზუსტე), რომელზეც მხარემ თავისი მოთხოვნა მოხსნა სხდომის მიმდინარეობისას. გარდა პირველი პრინციპისა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თვლიდა, რომ დაირღვა ქარტიის მესამე პრინციპი: "ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები და არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია".

საბჭომ ჟურნალისტის მიერ აღნიშნული პრინციპის დარღვევა არ  დაადგინა. საბჭომ საქმე ღია სხდომაზე განიხილა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც განმცხადებელის წარმომადგენელი , ასევე მოპასუხე მხარე. საბჭოს გადაწყვეტილების  დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.