გიორგი მგელაძეს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია
09.02.2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტს, გიორგი მგელაძეს, ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია. მის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შეიტანა.

ომბუდსმენი სადავოდ ხდიდა გიორგი მგელაძის რედაქტორობით მომზადებულ ორ მასალას -  "ვისთვის შეიძინა ომბუდსმენმა 105 ათასლარიანი ავტომანქანა" და ამავე თემის შესახებ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ სიუჟეტს.  უჩა ნანუაშვილი მიიჩნევდა, რომ გიორგი მგელაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

საბჭომ საქმე ღია სხდომაზე განიხილა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც მოპასუხე ჟურნალისტი, ასევე განმცხადებლის წარმომადგენელი. მათ საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები და ეპასუხათ საბჭოს წევრებისთვის დასმული კითხვებისთვის.

საბჭომ მსჯელობის შემდეგ ქარტიის პრინციპების დარღვევა არ დაადგინა. გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.