საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ განიხილა მოქალაქე გიორგი ტატიშვილის განცხადება "ლიბერალის" ჟურნალისტის, ზურაბ ვარდიაშვილის წინააღმდეგ.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალაში "როგორ მუშაობს გიორგი ტატიშვილის სქემა" ჟურნალისტმა ზურაბ ვარდიაშვილმა დაარღვია ქარტიის 1 (სიზუსტე), 3 (დადასტურებული წყარო), 5 (შესწორება), 10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
საქმის განხილვას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე მხარე. საბჭომ მხარეთა გამოკითხვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სადავო მასალაში დარღვეული იყო პირველი პრინციპი, არ დარღვეულა მესამე (დადასტურებული წყარო) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი.
რაც შეეხება მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპებს, განმცხადებელს მტკიცებულებების წარმოსადგენად მიეცა დამატებითი ვადა, რის შემდეგაც საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.
დამატება 8.02.2017
დამატებით მიცემული დროის მიუხედავად, განმცხადებელს, გიორგი ტატიშვილს საბჭოსთვის არ წარმოუდგენია დამატებითი მტკიცებულებები მეხუთე და მეთერთმეტე პრინციპების დარღვევის დასადასტურებლად. შესაბამისად, ამ პრინციპების დარღვევა არ დადგინდა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიც მოგვიანებით გამოქვეყნდება.