ქეთი ხოსიტაშვილმა დაარღვია ქარტიის მეათე პრინციპი
28.01.2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ონლაინ გამოცემა Kvira.ge-ს რედაქტორმა, ქეთი ხოსიტაშვილმა დაარღვია ქარტიის მეათე პრინციპი, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა პატივ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ონლაინ გამოცემა Kvira.ge-ს რედაქტორმა ქეთი ხოსიტაშვილმა დაარღვია ქარტიის მეათე პრინციპი, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი."

ქარტიაში განცხადება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა (WISG) შეოიტანა. სადავო მასალა 2016 წლის 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სტატია "ვინ არის ტრანსგენდერი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ? – "ერთმა ქვა ჩაარტყა, მეორემ ყელი გამოჭრა" ტრნსგენდერი ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მეათე პრინციპის გარდა დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპიც, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. თუმცა განმცხადებლის ეს პოზიცია საბჭომ არ გაიზიარა და მხოლოდ მეათე პრინციპის დარღვევა დაადგინა.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება გამოუგზავნია

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.