საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, "ტელეარხი 25-ს" ჟურნალისტმა დიანა თურმანიძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება), წამყვანმა თამილა ზოიძემ კი - მხოლოდ პირველი პრინციპი.
სადავო სიუჟეტი 2016 წლის 22 ივნისს გავიდა ეთერში - "სახლი გზის გარეშე" მუხრან ავალიანის საკუთრებაში არსებულ მიწასთან დაკავშირებულ დავას ეხებოდა. ავალიანი მიიჩნევდა, რომ მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადსტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.
მსჯელობის შემდეგ საბჭომ გადაწყვიტა, რომ მეოთხე და მესამე პრინციპები დარღვეული არ ყოფილა.
საბჭოს მიერ საქმის განხილვას არ დასწრებია არც განმცხადებელი და არც მოპასუხე მხარე, თუმცა საბჭოს კითხვებს მოპასუხე ჟურნალისტებმა სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით უპასუხეს.