presa.ge-ს მიერ გამოქვეყნებული მასალის გამო ქარტიას მიმართეს
29.12.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო მოქალაქე თორნიკე დევაძის განცხადება "პრესა.ჯე–ს" ჟურნალისტ ლევან ქართველიშვილის წინააღმდეგ.

განმცხადებლის აზრით, მასალაში "თუ პური არ გაქვთ, ნამცხვარი ჭამეთ..." დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

დასაბუთებისას თორნიკე დევაძე აღნიშნავს, რომ "ავტორს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ქმნის ირიბად წარმოდგენას თითქოს ეს განცხადება ("თუ პური არ გაქვთ, ნამცხვარი ჭამეთ...")გიორგი კვირიკაშვილის მიერ იყოს გაკეთებული."

ქარტიის საბჭოს საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.