ტელეკომპანია "იბერიის" წინააღმდეგ განცხადებას ქარტიის საბჭო განიხილავს
28.12.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო "ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის "განცხადება ტელეკომპანია "იბერიის" წინააღმდეგ. სადავო მასალა ეთერში 21 დეკემბერს გავიდა. სიუჟეტი ეხეობდა მთავრობის ახალ დადგენილებას პირუტყვის იდენტიფიცირება, რეგისტრაციის შესახებ.

განცხადებლის აზრით, სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები- პირველი (სიზუსტე) და მესამე, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.

"ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი" მიიჩნევს, რომ რედაქცია ცდილობს თემას სენსაციურობის ელფერი შესძინოს, მასალა გამოირჩევა ირონიულობით, ცინიზმით და ნაკლებად ისახავს მიზნად მოსახლების ინფორმირებას.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.