25.12.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რიგით მე-8 საერთო კრება
გაიმართა 24 დეკემბერს. წევრმა ჟურნალისტებმა მოისმინეს აღმასრულებელი
დირექტორის ანგარიში ქარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული
საქმიანობის შესახებ. საკუთარი მოხსენება გააკეთა სარევიზიო კომისიის
თავმჯდომარემაც.ქარტიის ხელმომწერებმა საბჭოს ახალ წევრებად აირჩიეს გიორგი მგელაძე (სტუდია მონიტორი), თამარ უჩიძე (სამხრეთის კარიბჭე) და თეა ზიბზიბაძე (ქუთაისიპოსტი). მათ საბჭოში ჩაანაცვლეს ნინო ზურიაშვილი, ირინა ყურუა და ნინო ნარიმანიშვილი. საერთო კრებაზე ქარტიის წევრებმა მიმდინარე საკითხები განიხილეს და იმსჯელეს ორგანიზაციის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე