საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწვეტილებით, გაზეთ "ვერსიას" რედაქტორმა მაია ფურცელაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმად:"ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას-მიიღოს ზუსტი ინფორმაცია." სადავო მასალა ეხებოდა გაზეთ ვერსიაში გამოქვეყნებულ სტატიას: "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თაღლითობაში გამოიჭირეს."
"ვერსიაში" გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით ქარტიას თავად GWP-მ მომართა. კომპანია მიიჩნევდა, რომ სტატია არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე სხდომას არ დასწრებია, თუმცა, ქარტიის საბჭოს სამდივნოს საკუთარი პოზიცია წერილობით მიაწოდა.
ქარტიის საბჭომ მსჯელობის შემდეგ დარღვეულად მიიჩნია პირველი პრინციპი
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.