ქარტიამ "პრაიმტაიმის- ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადება მიიღო
13.12.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი მდინარაძის განცხადება, გაზეთ "პრაიმთაიმის" ჟურნალისტის, მირიან ბოქოლიშვილის წინააღმდეგ.

განმცხადებლის აზრით, 2016 წლის 07 ნოემბერს გაზეთ "პრაიმ თაიმში" გამოქვეყნებული სტატია "მწამებელი თუ უწყების იმიჯისთვის გაწირული პოლიციელი?!" არღვევს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს. მასალა თავად განმცხადებელს ეხება.

განცხადებაში საუბარია პირველი პრინციპის დარღვევაზე, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის სიზუსტეს და ასევე მესამე პრინციპზე, რომლის თანახმად: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით რომელთა წყაროც დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვაი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია."

გარდა ზემოთ აღნიშნული პრინციპებისა,  განმცხადებელი მიჩნევს რომ დარღვეულია ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს) და მეთერთმეტე პრინციპი - ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის საბჭოს საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.