საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო ა/ო "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" (PHR) განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, 31 ოქტომბერს გასულ გადაცემა "დღის შოუს" წინააღმდეგ, სადაც ჩვილ ბავშვს პირდაპირ ეთერში უხვრეტენ ყურს.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა გადაცემამ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც იცავს ბავშვის ინტერესებს, კერძოდ: "ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას უპირატესობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, , არ მოამზადოს და არ გამოქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის."
განცხადების ავტორის აზრით, ბავშვისთვის ყურის გახვრეტით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ბავშვი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და იყო ემოციური ძალადობის მსხვერპლი.
გარდა მერვე პრინციპისა, განმცხადებელი მიჩნევს რომ დარღვეულია ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპი.
ქარტიის საბჭოს საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.