საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის პრინციპები, რომელსაც განმცხადებელი გიორგი ყიფიანი ედავებოდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის პრინციპები, რომელსაც განმცხადებელი გიორგი ყიფიანი ედავებოდა.საქმე ეხებოდა იმედის ეთერში 12 ივნისს გასულ სიუჟეტს, რომელიც ეძღვნებოდა კაცხის სვეტიდან მეკლდეურების გამოძევებას და ამის გამო სასულიერი პირებთან დაპირისპირებას. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტის მიერ დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე) , მესამე (მიჩქმალვა) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.
საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია თუმცა საბჭოს შეპასუხება გამოუგზავნა, სადაც საკუთარი პოზიცია დაასაბუთა.
მსჯელობის შემდეგ საბჭომ გადაწყვიტა, რომ ზემოთ აღნიშნული პრინციპები დარღვეული არ ყოფილა.
გადაწყვეტილების სამოტივაიო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.