სოფო მთივლიშვილის წინააღმდეგ ქარტიამ კიდევ ერთი განცხადება მიიღო
16.11.2016

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო "ადამიანის უფლებების სწალებისა და მონიტორინგის ცენტრისა (EMC)" და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის, სოფო მთივლიშვილის წინააღმდეგ. სადავო მასალა "ტრანსგერდერთა ნაწილი სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველებს უპირისპირდება" იმედის ეთერში, 2016 წლის 23 ოქტომბერს გადაცემა "იმედის დროში" გავიდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამ სიუჟეტით დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მე-7 პრინციპი (დისკრიმინაცია). განცხადების თანახმად, "ჟურნალისტი ავრცელებს არაზუსტ ინფორმაციას, ახდენს ტრანსგენდერი ადამიანების სტიგმატიზებას და შესაბამისად, ხელს უწყობს მათ დისკრიმინაციას."

შეგახსენებთ, რომ ამავე სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებით ქარტიას მიმართა გიორგი ტატიშვილმაც

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.