თეა ადეიშვილის წინააღმდეგ ქარტიას ბექა გაბადაძემ მიმართა
08.11.2016

საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო ბექა გადაბაძის განცხადება რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, თეა ადეიშვილის წინააღმდეგ. სადავო მასალა, "ვარძიის ხანძარი და გაჭვარტლული უნიკალური ფრესკები" რუსთავი 2-ის ეთერში 6 ნოემბერს გავიდა. სიუჟეტი ეხებოდა ვარძიაში დაზიანებულ ფრესკებს. განმცხადებელს პრეტენზია აქვს მასალის იმ ნაწილთან, სადაც ჟურნალისტი და რესპონდენტი თამარ მეფის შესახებ საუბრობენ. რესპონდენტი ამბობს "შერთეს იმ კაცს, რომელსაც ყველა უღირსი თვისება ჰქონდა". ჟურნალისტი კი ჩამოთვლის, "ლოთი, მამათმავალი, ზოოფილი, გიორგი რუსი..."

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალა "ახალისებდა დისკრიმინაციას და ქმნიდა ნეგატიურ წინასწარგანწყობებს არაჰეტერონორმატიული ადამიანების მიმართ."

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.