01.11.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს
ნამუშევრების მიღებას "ქარტიის პრიზი 2016-ის" მოსაპოვებლად.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული სტანდარტების
დამკვიდრებას და ეთიკური ჟურნალისტიკი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს
ნამუშევრების მიღებას "ქარტიის პრიზი 2016-ის" მოსაპოვებლად.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული სტანდარტების
დამკვიდრებას და ეთიკური ჟურნალისტიკის წახალისებას. კონკურსი
ცხადდება შემდეგ ხუთ ნომინაციაში:
- სატელევიზიო/ვიდეორეპორტაჟი
- მულტიმედია პროექტი (1 მასალა ან სერია)
- სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში
- ჟურნალისტური გამოძიება
- ბავშვთა საკითხები
პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:
- მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში
- საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ინდივიდუალურ ჟურნალისტს, ისე მედიასაშუალებას
- მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს ვიდეო რეპორტაჟის და მულტიმედიის შემთხვევაში ჩანაწერი ან ბმული, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
- მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს მოკლე ავტობიოგრაფია და საკონკურსო ნაშრომის მოკლე ანოტაცია
- მონაწილეობის თითოეულ მსურველს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა ერთ ნომინაციაში, რაც ასევე მითითებული უნდა იყოს
- საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედ რომელიმე მედიასაშუალებაში
- მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Ethicscharter@gmail.com
- ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 1 დეკემბერი, 18.00 საათი.
- ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- უპირატესობა ენიჭება ნამუშევარს, რომელიც პასუხობს ქარტიის 11 დებულების მოთხოვნებს
- საკონკურსო ნამუშევრების თემატიკა არ არის შეზღუდული, იგი შესაძლოა ეხებოდეს საზოგადოების ცხოვრების ნებისმიერ სფეროს, თუმცა შერჩევის ამოსავალი პრინციპი იქნება, ის, თუ როგორ უმკლავდება ავტორი პროფესიულ და ეთიკურ დილემებს.
- თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
- თხრობის სტილი და ტექნიკა/ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება
- ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
- ინფორმაციის სიზუსტე
- ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა
- მხარეთა ბალანსი
- სიძულვილის ენისა და შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/ გამოუყენებლობა
- სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში ასევე დრამატურგია, ამბის თხრობის ტექნიკა და ვიზუალური მხარე