04.10.2016
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტმა
მაგდა კლდიაშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის
თანახმადაც, " ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს
და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".
ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადება შპს "ჯიბითაიმს ჯორჯიამ"
შემოიტანა.აღსანიშნავია, რომ სადავო მასალა მის კუთვნილ ვებსაიტზე, jakofm-ზე გამოქვეყნდა – "სკანდალი – ტარიელ ხეჩიკაშვილისგან საბურთალოს – საჩუქარად მძლეოსნობის სტადიონი". მასალა მძლეოსნობის სტადიონის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემას ეხებოდა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი პრინციპისა დარღვეული იყო მესამეც - "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია." საქმის განხილვა 1 ოქტომბერს გაიმართა. სხდომას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე ჟურნალისტი. საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალაში დარღვეული იყო პირველი პრინციპი, მესამე კი არ დარღვეულა. გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.