ქარტიის ყველა პროექტი საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების მხარდაჭერილია. IREX-მა და USAID-მა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყეს, მაშინ როდესაც ქარტია ძალას იკრებდა, და განაგრძობენ დღესაც. სწორედ IREX-თან პარტნიორობა უზრუნველყოფს საბჭოს შეუფერხებელ მუშაობას და ქარტიის ორგანიზაციულ განვითარებას და ქარტიას საშუალებას აძლევს ჟურნალისტების პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოს.
"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ჟურნალისტის ნებისმიერი პროფესიული უფლება-მოვალეობა გამომდინარეობს საზოგადოების უფლებიდან, იყოს ინფორმირებული… " – ამ სიტყვებით იწყება ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, როგორც ეთიკური კოდექსი და ქარტია, როგორც ორგანიზაცია, რადგან მისი თითოეული წევრის, დონორისა თუ უბრალოდ გულშემატკივრის წვლილიც მის არსებობაში სწორედ ამ ორ დემოკრატიულ ღირებულებას – თავისუფალ მედიასა და ინფორმირებულ საზოგადოებას ემსახურება.
ბმული ფილმზე რომელიც ქარტიის ისტორიასა და მისი საქმიანობის შედეგებზე მოგვითხრობს.