საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადება "ტაბულას" წინააღმდეგ. სადავო მასალა "საია: ივანიშვილს კანონი არ დაურღვევია, საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა" 2016 წლის 6 აგვისტოს გამოქვეყნდა.
საია მიიჩნევს, რომ სტატიაში დარღვეულია პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და მესამე პრინციპი - ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.
მასალა ეხებოდა საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქების (ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი) მონაწილეობას და საიას განმარტებებს ამ საკითხზე.
განცხადების თანახმად, "ტაბულამ" არასრულად დაბეჭდა საიას პოზიცია, გამოცემის რედაქტორის კითხვას მათ წერილობით უპასუხეს, მიუხედავად ამისა, "ტაბულამ" "შეფასებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტი მიჩქმალა" და არ წარმოაჩინა ფაქტი, რომლიც საფუძვლად ედო საიას პოზიციას ამ თემაზე.